ვერ შეგვაშინებენ - დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის მამა
დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მამა ნოემბრის შიმშილობის აქციების მონაწილეა - ოთარ ჭიჭინაძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ მისმა შვილმა, რომელიც რუსთაველის აქციაზე ხელისუფლებსი ანტიდასავლურ კურსს აპროტესტდება, მაგალითი სწორედ მისგან აიღო.
ყველაფერი შიშის დანერგვას ემსახურება - ამბობს დაკავებული მსახიობის მამა და ამბობს, რომ პირდაპირ ეუბნება "ოცნების" ხელისუფლებას, რომ ამ დაჭერების სერიით ვერავის შეაშინებენ,
ადვოკატებმა გუშინდელიდან მოყოლებული ვერ გაარკვიეს, რას ედავებიან ანდროს. საღამოს საათებში იქნებაო სავარაუდოდ, ბრალის წარდგენა ჩემი შვილისთვის.
მემგონი ელემენტარულია, როდესაც ადამიანი ჩნდება აქციაზე, ერთხელ ორჯერ, არ იმალება, ტელევიზიებს აძლევს ინტერვიუს, ეს ვიღაცისთვის საშიშია, თან როცა ანდრო არის მსახიობი. ანდრო ყოველთვის იყო ძალიან დიდი სიყვარულის ობიექტი ყველას მხრიდან და ამისთვის ისჯება და ეს დასჯა უნდათ რომ სხვებისთვის მაგალით იყოს იმისთვის, რომ იქნებ ვინმე შეაშინონ და ის არ გავიდეს აქციაზე, არ იყოს აქტიური.
ნოემბრის შიმშილობის მონაწილე ვიყავი, ვისაც შეიძლებოდა შეშინებოდა, ალბათ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით, მაშინ პარლამენტთან ვიწექით და 8 დღე ვშიშშილობდით, ამ პრინციპებზეა აღზრდილი ანდრო, ალბათ, მეც ვიყავი მაგალთი მისთვის. რაც უფრო მეტს აწვები წინააღმდეგობა უფრო მეტია. მემგონი ხალხს არ ეშინია არაფრის და ვერც შეაშინებენ", - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის მამა.