ირაკლი კობახიძე ოპოზიციას დაკავებით ემუქრება
ირაკლი კობახიძე ოპოზიციას დაკავებით ემუქრება - ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ მათი ოპონენტები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების ოფისები ძალადობის კერაა.
ოფისებში შემალული პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა იყო სწორედ პარტიული ოფისები. როგორც კი ჩვენ შევედით ოფისებში, როგორც კი გავანეიტრალეთ ძალადობის კერა, ძალადობის წყარო, მაშინვე დასრულდა ძალადობაც. ამ პოლიტიკოსებს და შესაბამის პარტიებს, საუბარია რადიკალურ ოპოზიციაზე, რომელიც არის არსებითად ოთხი პარტიის წარმომადგენელი, მათ ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, რაც არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უკანონო, არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სატანადო რეაგირება.“, - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან