"თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლში შევიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს

06.12.24 14:36
"თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლში შევიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს

 

"თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს"  - ამ წარწერიანი წარწერიანი ტრანსფარანტებით და მეგაფონებით მივიდნენ ხელოვანები და სამოქალაქო აქივისტები იუსტიციის სახლში და ასეთი ფორმით მოითხოვეს აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლება. 

პროტესტის მონაწილეები იუსტიციის თანამშრომლებისგან გაფიცვას ითხოვდნენ, თუმცა მათ პოლიციელებმა შენობა დაატოვებინეს. 

„გაიფიცეთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვის როგორი პოლიტიკური შეხედულება აქვს, ეს თქვენი უფლება“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში, იუსტიციის სახლის შესასვლელი სივრცე პოლიციის ალყაშია. შენობაში არავის უშვებენ. იუსტიციის სახლმა დროებით მუშაობა შეაჩერა

სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება.

ერთმანეთის პარალელურად, იუსტიციის რამდენიმე სახლში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

 

 

მსგავსი სიახლეები