თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას ითხოვენ

06.12.24 15:54
თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას ითხოვენ

თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას და მისი მხრიდან მიმდინარე პროცესებზე პოზიციის გამოხატვას ითხოვენ.

თეატრისა და კინოს წარმომადგენლები უნივერსიტეტის შენობასთან არიან შეკრებილი. ისინი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ დაკავებულებს შორისაა უნივერსიტეტის ყოფილი და მოქმედი სტუდენტები, რაზეც რექტორმა პოზიცია უნდა გამოხატოს.

მათი მოთხოვნაა, რომ თეატრალური უნივერსიტეტი ყოფილი და მოქმედი სტუდენტების გვერდით დადგეს და ძალადობის აქტებზე პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებთან რექტორის წარმომადგენელი მივიდა და განაცხადა, რომ ამ წუთებსი შენობასი სარემონტო სამუშაებო მიმდინარეობს და შეხვედრის საშუალება არ არის.

მობრძანდით 10 ადამიანი, რექტორთან შეხვედრა თავისუფლად შეგიძლიათ, გავაკეთოთ ეს შეხვედრა და თუ საჭირო გახდება ყველასტან შეხვედრა, შემდეგ გადავინაცვლოთ ამ ფორმატში. გთხოვთ, გაიტვალისწინოთ, ჩვენთვისაც გაუგებარი იყო ეს შეხვედრა, არ იყო შეთანხმებული“, - უთხრა შეკრებილებს რექტორის წარმომადგენელმა.

მსახიობ ირაკლი კვირიკაძეს ეჭვი ეპარება, რომ რექტორი 10 ადამიანსაც შეხვდება.

ჩვენ გვინდა უნივერსიტეტის პოზიცია, მკაფიოდ დაფიქსირდეს ყველა ინსტიტუციის პოზიცია. ამათგან ვითხოვთ პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას“, - ამბობს ირაკლი კვირიკაძე.

მსახიოები ამბობენ, რომ “არავითარი 10 კაცი და ისინი უშუალოდ რექტორის ჩამოსვლას ითხოვენ.“

ცნობადი სახეები, მათ შორის მსახიობები, ყოველთვის არიან მიზანში, რადგან თითოეულ მათგანს ჰყავს თავისი აუდიტორია. მათ ეშინიათ და რაც შეიძლება მეტია დამიანი უნდა დაიჭირონ და გათიშონ,  მოახდინონ წნეხი იმისთვის, რომ არ ისაუბროს მან ის, რასაც ფიქრობს, - ამბობს ილო ბეროშვილი.

არცერთ მხარეს არ ვდგავარ, ვდგავართ საქართველოს მხარეს, ჩვენ ვართ გულწრფელი მოქალაქეები, ხელოვანები, შევიკრიბეთ სიმბოლურად თეატრალურთან, სადაც გავიზარდეთ“, - ამბობს პაატა ინაური.

 

 

მსგავსი სიახლეები