საშიშია, როცა ხოცვა-ჟლეტვაზე თვალის დახუჭვა ვინმესთვის ნორმაა და ამის დაგმობისთვის სამსახურს კარგავ - მანანა ბერიკაშვილის შვილი
საშიშია, როცა ხოცვა-ჟლეტვაზე თვალის დახუჭვა ვინმესთვის ნორმაა და ამის დაგმობისთვის სამსახურს კარგავ - ასე ეხმაურება ანო მაისურაძე, მისი ქმრის, ნიკო ნანიტაშვილის POSTV-დან გათავისუფლებას.
მასიურაძე კულტურის სამინისტროს მაღლაჩინოსნის, მანანა ბერიკაშვილის შვილია.
საშიშია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც სასიკვდილოდ გიმეტებენ და მერე ამას უმეცარი სახეებით აპრავებენ.
საშიშია, როცა ამ ხოცვა-ჟლეტვაზე თვალის დახუჭვა ვინმესთვის ნორმაა და ამის დაგმობისთვის სამსახურს კარგავ.
სისხლიანი 9 წლის შემდეგ მოსული ხელისუფლება რომ ამ ზომამდე მიიყვანს ხალხს, კიდევ უფრო დიდი უნიჭობა, უგუნურება და ბოროტებაა!
მადლობა ყველა ჩვენი დროის გმირს, რომელიც სიცოცხლის ფასად იცავს თავისუფლებას
Niko Nanitashvili!"- წერს მაისურაძე.
აქციის მონაწილეების ცემა, მისმა მეუღლემ ნიკო ნანიტაშვილმა დაგმო, რის გამოც ტელეკომპანია პოსტ ტივის წამყვანის პოზიციიდან გაათავისუფლეს.
აქციაზე დემონსტრანტების სასტიკად ცემას ანო მაისურაძეც აქტიურად აპროტესტებდა.
ამ კაცისკვლას ვერანაირი გაპრავება ვეღარ ექნება!
ნაცები უკვე მართლა მონაგონია. აღარ მუშაობს ეგ არგუმენტები, ჩვენდა სავალალოდ.
ჯალათი დამკვეთები და ჯალათი შემსრულებლები! მერამდენე ათწლეულია"- დაწერა ანო მაისურაძემ სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან