პირადად მე, გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემ ხელში იქნება - მსახიობების საპროტესტო აქციაზე რექტორი მოვიდა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი აქციის მონაწილეებთან მივიდა.
გიორგი შალუტაშვილის თქმით, ის ძალადობას ემიჯნება და ყველანაირად ეცდება ანდრო ჭიჭინაძის ოჯახს გვერდით დაუდგა.
პირადად მე, გიორგი შალუტაშვილი, რაც ჩემს ხელში იქნება, კანონი თუ მორალი, დავდგები ამ ოჯახის გვერდით, რაც შესაძლებელი იქნება კანონის ფარგლებში. ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ გულისამრევია და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას. სოლიდარული ვარ ყველა პატიმრის მიმართ, როგორც ქრისტიანი. მე მთხოვთ ხელისუფლების ნაცვლად პასუხს?! მე მაქვს მორალური პოზიცია. გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემ ხელში იქნება," - განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.
მისივე თქმით, ინსტიტუციის სახელითაც არის განცხადება გაკეთებული, თუმცა, რექტორმა განცხადების შინაარსი არ დააკონკრეტა.
შალუტაშვილმა სთხოვა კახა კინწურაშვილს, პირადად დაუკავშირდეს, როგორც კი რამე სიახლე გახდება ცნობილი ანდრო ჭიჭინაძის შესახებ.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან