ხელოვანები მსვლელობით მარჯანიშვილის თეატრისკენ მიდიან
სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები თეატრალური უნივერსიტეტიდან მარჯანიშვილის თეატრის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
კახა კინწურაშვილის ინფორმაციით, ისინი მარჯანიშვილის თეატრიდან, მოზარდამაყურებელთა თეატრისკენ წავლენ, საიდანაც გეზს ახალი თეატრისკენ აიღებენ, ბოლოს კი ისინი თუმანიშვილის თეატრისკენ გადაინაცვლებენ.
მანამდე მათ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი შალუტაშვილთან გამართეს შეხვედრა და მოქალაქეების და მათ შორის, მსახიობების მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობა სთხოვეს.
მსგავსი სიახლეები
23.06.26 11:29
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან