ერთად ვიდექით მშვიდობიანად აქციაზე, ძალადობისკენ არასოდეს ყოფილა მიდრეკილი - დაკავებული 20 წლის მომიტინგის მეგობარი
დაკავებული 20 წლის მომიტინგის, ლუკა ჯაბუას მეგობარები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მათთან ერტად სრულიად მშვიდობიანად იქცა აქციებზე და ყოველგვარი ძალადობის გარეშე იბრძოდა ქვეყნის თავისუფლებისთვის.
დილის 6 საათზე სრულიად უსაფუძვლოდ წამოიყვანეს იზოლატორში ადამიანი, რომელიც მშვიდობიანად იდგა და აპროტესტებდა, იბრძოდა თავისუფლებისთვის. უსამართლოდ მოექცნენ, ყველა, აქციაზე ვიდექით ერთად. არანაირი ძალადობა, მშვიდობიანად ვაპროტესტებდით, ისეთი ადამიანია ძალადობისკენ არასოდეს ყოფილა მიდრეკილი", - ამბობს ლუკა ჯაბუას მეგობარი.
დღეს გამთენიისას 20 წლის ლუკა ჯაბუა დააკავეს - აქტივისტი დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.