მარჯანიშვილის თეატრში მსახიობები შევიდნენ - ისინი თეატრის ხელმძღვანელთან დისკუსიას მართავენ
მარჯანიშვილის თეატრში მსახიობები შევიდნენ - ისინი თეატრის ხელმძღვანელთან, გოგი მარგველაშვილთან დისკუსიას მართავენ. დისკუსია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ხელოვანებს აინტრესებთ, მარგველაშვილისგან მოისმინონ, იზიარებს თუ არა თეატრი მათ პოზიციას და როგორია მათი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ.
მსახიობები ამბობენ, რომ დღეს აქ მხოლოდ ანდრო ჭიჭინაძის საკითხი არ დგას. მათი თქმით, გაფიცვა და მსგავსი დებატები, ერთ-ერთი საუკეთესო გზა იქნება, რომ დაეხმარნენ იმ პროტესტს, რაც ხდება ქუჩაში.
გაფიცვა არის უმწვავესი იარაღი, როდესაც ცხადდება, ამ ქვეყანას ამის გამოცდილება არ აქვს, ეს არის აბსოლუტურად სტიქიური და სისტემატიზირებული არ არის“, - ამბობს გოგი მარგველაშვილი.
მსახიობებმა იმ ადამიანების ფოტოებიც მიიტანეს, რომლებსაც საპროტესტო აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან