ვერდიქტი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არის პოლიტიკურად მოტივირებული - ჰაკერი
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერ, ნიკა გვარამიასთვის 12 დღიანი პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
"ვერდიქტი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არის პოლიტიკურად მოტივირებული და მთავრობის მიერ კონტროლირებადი მართლმსაჯულების ნაწილი, რომლის მიზანი ოპოზიციის განადგურებაა." - წერს ჰაკერი.