დავით კეზერაშვილი შსს-ს საგანგებო განცხადებით პასუხობს
დავით კეზერაშვილი შსს-ს საგანგებო განცხადებით პასუხობს. მისი თქმით, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მას ეკუთვნის და დიმიტრი ჩიქოვანს მასთან შეხება არ ჰქონია.
კეზერაშვილი ასევე განმარტავს, რომ “იარაღი გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით.“
ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ქონია დიმიტრი ჩიქოვანს. იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში დავტოვე 2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით. ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია სრული ინფორმაცია ჰქონდა როგორც ე.წ. შსს-ს ასევე სასამართლოს, რომელიც ჩემ სხვა ქონებასთან ერთად არერთხელ იქნა დაყადაღებული.
ყველაფერი რაც არ არის გაფორმებული არის ამ ე.წ. უწყების მიერ ჩადებული.
ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნა 12 წელზე მეტია გრძელდება, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც გომელაურის კრიმინალური დაჯგუფება უკეთებს საქართველოს თავისუფლების მოყვარულ ხალხს თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. საქართველოში დაშინებას და დევნას შედეგი არც აქამდე გამოუღია და არც მომავალში გამოიღებს“, - წერს კეზერაშვილი.
ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული სახლის ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ „სამართალდამცველებმა სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი“.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული, ამაღლების ქუჩა N12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის თაობაზე.
აღნიშნულ მისამართზე ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი - დიმიტრი ჩიქოვანი. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან