რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას თქმით, რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა.
რუსულმა მხარემ აკრძალა აფხაზეთიდან მანდარინის შეტანა, ქვეყნის სანიტარულ სამსახურებზე დაყრდნობით", - თქვა ბგანბამ.
რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, რუსეთში მანდარინის ექსპორტი ზამთარში აფხაზი ფერმერების მთავარი შემოსავლის წყაროა. ამ სეზონზე რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთიდან 36 ათასი ტონა ციტრუსის შეტანა იგეგმებოდა.
მსგავსი სიახლეები
23.06.26 11:29
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან