მსახიობები საზმაუსკენ დაიძრნენ - ისინი საეთერო დროის დათმობას ითხოვენ
ხელოვანები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები თუმანიშვილის თეატრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ დაიძრნენ.
როგორც ისინი ამბობენ, ტელევიზიისგან საეთერო დროის დათმობას და მათი მოთხოვნების გაჟღერებას მოითხოვენ.
არა ძალადობას, არა დაშინებას, თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და ყველა დაკავებულს. ვუერთდებით საზმაუსთან შეკრებილებს და იქიდანაც გავაჟღერებთ ამ მოთხოვნებს“, - უთხრა „პირველებს“ პაატა ინაურმა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ “არაფრით განსხვავდება ეს რეჟიმი წინა რეჟიმისგან, რომელიც დაშინებით, სახლში შევარდნებით და გადასახლებით იმონებდა ხალხს.“
მსახიობები მიიჩნევენ, რომ ახლა სცენაზე დგომის დრო აღარაა, რადგან ქუჩაში ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები წყდება.
ტელევიზიის შენობასთან იმ ადამიანების ფოტოებიც მიიტანეს, რომლებსაც საპროტესტიო აქციებზე სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა.
შეგახსენებთ, რომ თეატრისა და კინოს წარმომადგენლები თეატრალური უნივერსიტეტის შენობასთან იყვნენ შეკრებილი. ისინი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებდნენ და აღნიშნავენ, რომ დაკავებულებს შორისაა უნივერსიტეტის ყოფილი და მოქმედი სტუდენტები, რაზეც ისინი მოითხოვენ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საჯარო პოზიცია დააფიქსიროს.
შემდეგ თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედმა და ყოფილმა სტუდენტებმა მარჯანიშვილს თეატრთან გადმოინაცვლეს, სადაც თეატრის ხელმძღვანელს, გოგი მარგველაშვილს მოუსმინეს.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და თუმანიშვილის თეატრებშიც იმყოფებოდნენ. პროტესტის მონაწილეები ასევე მივიდნენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან