"ოცნების" ტერორმა ხალხი უფრო გააბრაზა - რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია

06.12.24 20:22
"ოცნების" ტერორმა ხალხი უფრო გააბრაზა - რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია

 

ტერორს ხალხი პროტესტით პასუხობს. "ოცნების" რეპრესიებს არავინ უშინდება. რუსთაველის გამზირი ისევ სავსეა და ასე გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანაში ახალი არჩევნები არ დაინიშნება და არ შეწყდება ახალგაზრდებზე ძალადობა. პროტესტი ყოველდღე და ყველგან - ეს არის გეგმა, რომელსაც ქვეყნის ევროპული მომავლის მცველები მკაცრად მიყვებიან. დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი ქალაქები არ ჩერდება. 

პროტესტის მონაწილე მოქალაქეები ამბობენ, რომ უკან დასახევი გზა არ არის და რუსული რეჟიმის რეპრესიების წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი ერთად დგომა და მუდმივი პროტესტია. მასშტაბური დაკავებების სერიამ ხალხი კიდევ უფრო გააბრაზა. მე-9 დღეა რუსთაველის გამზირიდან საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოს ესმის. ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება და წინ კიდევ ერთი ღამეა, რომელსაც აქციის მონაწილეები ქუჩაში გაათენებენ. 

არ შეიძლება, თავისუფლების და პროგრესისთვის მებრძოლი ადამიანების დაკავება, არ შეიძლება მათი მართლმსაჯულებაში მიცემა. პირიქით, ჩვენი მომავალია, ჩვენი ხვალინდელი დღეა. მიზეზი, რის გამოც აქ ვარ: დიდი ხანია უკვე არ ვცხოვრობ საქართველოში, ჩამოვედი, რომ აქ ვიდგე, ვცხოვრობ ევროპაში და მინდა, რაც იქ არის, აქაც იყოს, - ამბობს მოქალაქე. 

პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე შეინიშნება საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მობილიზება.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები