ბათუმში, ევროპის მოედანზე მუსიკოსების აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

06.12.24 20:10
 ბათუმში, ევროპის მოედანზე მუსიკოსების აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

ბათუმში, ევროპის მოედანზე მუსიკოსების აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. 

როგორც აქციის ორგანიაზტორები ამბობენ, მათ უნდოდათ თავიანთი სათქმელი მუსიკით ეთქვათ.

გვინდოდა გვეთქვა ის, რომ საქართველო არასდროს არ ყოფილა და არც იქნება რუსეთი, ჩვენი გზა არის ევროპისკენ და მხარს ვუჭერთ ევროპულ მომავალს. ამის დაფიქსირება გვინდა მუსიკით, რომ ჩვენ ვდგავართ იქ, სდაც ქვეყნის ინტერესებია“, - ამბობს აქციის ორგანიზატორი.

აქციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, მოქალაქეების რაოდენობა თანდათანობით იზრდება. ისინი ამბობენ, რომ არ დაიღლებიან და ყოველდღე მივლენ და დადგებიან აქციაზე.

მსგავსი სიახლეები