"ჩაფრენის ადგილი - თავისუფლება!" - პროტესტს რუსთაველზე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან

06.12.24 20:33
"ჩაფრენის ადგილი - თავისუფლება!" - პროტესტს რუსთაველზე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან

 

"გამგზავრება საქართველოდან , ჩაფრენის ადგილი - თავისუფლება" - ამ შინაარსის ბილეთების ფორმის პლაკატებით ხალხის პროტესტს რუსთაველზე ტურიზმის წარმომადგენლები უერთდებიან. ისინი ამ წუთებში მსვლელობით  პარლამენტისკენ მიემართებიან და გზად ევროკავშირის ჰიმნსაც ასრულებენ. 

სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეიძლება საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტოს, რადგან ეს ეკონომიკას დაარტყამს. შეკრებილები გმობენ ხელისუფლების რეპრესიებსაც. 

ვითხოვთ ძალადობის შეწყვეტას, იმ ახალგაზრდების გამოშვებას, რომლებიც არიან იმის გამო დაკავებულები, რომ გამოხატავენ მათ თავისუფალ აზრს და ჩატარდეს ხალახალი არჩევნები. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპოორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები