თავისუფლებისთვის ბრძოლა არ გაჩერდება გამარჯვებამდე! - ბათუმში საპროტესტო მსვლელობა იმართება

06.12.24 20:41
თავისუფლებისთვის ბრძოლა არ გაჩერდება გამარჯვებამდე! - ბათუმში საპროტესტო მსვლელობა იმართება

 

ისევე როგორც დედაქალაქში, მე-9 დღეა ბათუმი ქუჩაშია გამოსული. ზრვისპირა ქალაქში აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ბრძოლის ავანგარდში ახალგაზრდები დგანან. "თავისუფლებისთვის ბრძოლა არ გაჩერდება გამარჯვებამდე", - ამბობენ აქციის მონაწილეები, რომლებიც ამ წუთებშიც ბათუმის ქუჩებში მასშტაბურ მსვლელობას მართავენ.

ახალგაზრდები ცოტა ხნის წინ მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე მივიდნენ, მანამდე კი მათ ევროპის მოედანზე აქცია-პერფორმანსი გამართეს. 

დავიღალე სისხლიანი რუსეთით და მინდა ნათელი მომავალი ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის, - ამბობენ მოქალაქეები.  

ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას რეპორტაჟში.  

მსგავსი სიახლეები