პროტესტი საზმაუსთან - მოქალაქეებმა საეთერო დრო მოიპოვეს

06.12.24 20:56
პროტესტი საზმაუსთან - მოქალაქეებმა საეთერო დრო მოიპოვეს

საზოგადოებამ საეთერო დრო მოიპოვა. საზოგადოების 4 წარმომადგენელი საზმაუს ეთერს 22:00 საათზე დაიკავებს. ერთ-ერთი სოფო კილასონია იქნება, ვინც ეთერიდან მოქალაქეებს მიმართავს.

მე დღეს წარნმოვადგენ არა მხოლოდ ჩემს თავს, არამედ კულტურის სფეროს. გაერთიანებებმა მანდეს ეს საპასუხისმგებლო საქმე. იმიტომ არის ეს საპასუხისმგებლო, რომ საქართველოს საზოგადოებამ, რომელიც უყურებს საზმაუს, არაფერი იცის, რა ხდება კულტურის სფეროში და არც ის იცის, რატომ ეხება ეს მათაც. რაც სახელმწოში ხდება,ე ს არის საზოგადოების  წინააღმდეგ, ეს არის რეპრესიული პოლიტიკა და მინდა, ამაზე ვილაპარაკო, - ამბობს კილასონია.  

შეგახსენებთ, რომ ამ უთებში საზმაუსტან მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც საეთერო დროს ითხოვდნენ. მათ პროტესტს ცოტა ხნის წინ ხელოვანებიც შეუერთდნენ.  

მსგავსი სიახლეები