პროტესტის მე-9 დღე საქართველოში - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

06.12.24 21:06
პროტესტის მე-9 დღე საქართველოში - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პროტესტის მე-9 დღე საქართველოში - თბილისში, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. მიუხედავად სპეციალური ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტად დგანან.

ევროპული მომავლის მცველები ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან მისულები და აცხადებენ, რომ ახლა ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია.

"თუ დღეს არ დავაფიქსირებთ პოზიციას, ხვალ ვინანებთ" - ამბობს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

ყველა ადამიანის ვალია, რომ დღეს აქ იყოს. ევროპისკენ არჩევანი დაიცვან. აქ უნდა დააფიქსირონ საკუთარი აზრი. დღეს თუ არ დავაფიქსირებთ ამ პოზიციას, ხვალ ვინანებთ, ჩვენი შვილები ინანებენ აუცილებლად", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან". 

მსგავსი სიახლეები