თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს! ვითხოვთ ახალ არჩევნებს!- 7 დეკემბერს, 13:00 საათზე, აქცია გაიმართება
ხვალ, 7 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება - მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა უკანონოდ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა იქნება.
აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია ღამით პროტესტს აქვს მოცული, თუმცა მათივე განმარტებით, საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი ნების აღსრულებისთვის დღისითაც იბრძოლოს.
ვინაიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ღამღამობით პროტესტს აქვს მოცული, საჭიროა რომ ბრძოლა დღის განმავლობაშიც გავაგრძელოთ და ქალაქში მუდმივად ისმოდეს პროტესტის ხმა! მაშინ, როდესაც სისტემა დღისითაც არ ჩერდება და სახლებში უვარდება ჩვენს მეგობრებს, არ გვაქვს მოდუნების დრო!
თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს! ვითხოვთ ახალ არჩევნებს!
📍გელოდებით 7 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტთან!” - წერია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან