პროტესტი ბათუმში - მოქალაქეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს
პროტესტის მე-9 დღე საქართველოში - დედაქალაქის პარალელურად, მასობრივი გამოსვლები ბათუმშიც იმართება. ევროპული მომავლის მცველები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე, აპროტესტებენ.
პროტესტის ავანგარდში მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება და ქართველი ხალხის ნება არ აღსრულდება.
ბათუმის ქუჩებში ადამიანები ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით არიან გამოსულები და მათ ერთობლივად საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს. ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმებიც არიან მობილიზებულები.
მსგავსი სიახლეები
23.06.26 11:29
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან