ონისე ცხადაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
იუმორისტ ონისე ცხადაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს - დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორი მისმა ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ რამდენიმე წუთის წინ დატოვა და "პირველებთან" თქვა, რომ დაკავებულს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
უფლებადამცველის განმარტებით, ონისე ცხადაძეს ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნება და თავს მხნედ გრძნობს.
რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა ბრალის შესახებ დადგენილების გაცნობა ჩვენ მიმართ. ჩვენ ველოდით, რომ 225-ე მუხლი გვექნებოდა, ონისეს ბრალად წარუდგინეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილი, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. რაც შეეხება ფორმულირებას, ფაქტობრივად, ბრალის შესახებ ფორმულირება არის ერთი და იგივე ყველასთან მიმართებით, ვისაც ბრალი დღეს წარუდგინეს. აქ მოთხრობილია დანაშაულებრივი ხასიათი სხვადასხვა პირთა მიერ, მაგრამ არაფერია ნათქვამი, კონკრეტულად რაში გამოიხატა ონისე ცხადაძის სავარაუდო დანაშაული", - ამბობს ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან