ლუკა ჯაბუას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

06.12.24 22:31
ლუკა ჯაბუას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

20 წლის დემონსტრანტს, ლუკა ჯაბუას ბრალდება ოფიციალურად წარედგინა - ახალგაზრდის ადვოკატის, რუსუდან აგურაშვილის ცნობით, ლუკა ჯაბუას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, თუმცა დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. რა თქმა უნდა, ლუკა ჯაბუა არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. იყენებს დუმილის უფლებას. 29 ნოემბერს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არის ბრალში საუბარი", - ამბობს ადვოკატი.