თავისუფლების მეტროს ტერიტორიაზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა - პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკს

06.12.24 22:39
თავისუფლების მეტროს ტერიტორიაზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა - პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკს

თავისუფლების მეტროს ტერიტორიაზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა - პოლიციელები მეტროში რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ და მოქალაქეების ჩხრეკა დაიწყეს.

ადგილზე მისულმა "ტვ პირველის" ჯგუფმა გადაიღო კადრები, თუ როგორ უმოწმებენ პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს ჩანთებს. 

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება, სამართალდამცველებმა ორ ადამიანს პირადობის მოწმობა შეუმოწმეს და მათი სახელი და გვარები ჩაინიშნეს. 

თავისუფლების მეტროში რიგითი მოქალაქეებიც დგანან, რომლებიც სკანდირებენ - "გაუშვით, ნუ ჩხრეკთ".