რუსებმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს - დაიღუპა 9 ადამიანი
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა.
რუსეთის დარტყმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ვლადიმერ პუტინს ნამდვილი მშვიდობის მიღწევა არ აინტერესებს".
რუსეთმა ამ ომის დროს ათასობით მსგავსი დარტყმა განახორციელა. პუტინს ნამდვილი მშვიდობის მიღწევა არ აინტერესებს. იგი ცდილობს იმის შესაძლებლობას მიაღწიოს, რომ ნებისმიერ ქვეყანას ასე მოექცეს, ბომბებით, რაკეტებით და ძალადობის სხვა ფორმებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.