"რა აზრი აქვს ქვეყნის ასეთ არსებობას, თუ მომავალ თაობას დასტრესავ და ფრთებს დაატეხ" - დედა სიდონია

07.12.24 00:07
"რა აზრი აქვს ქვეყნის ასეთ არსებობას, თუ მომავალ თაობას დასტრესავ და ფრთებს დაატეხ" - დედა სიდონია

"რა აზრი აქვს ქვეყნის ასეთ არსებობას, თუ მომავალ თაობას დასტრესავ და ფრთებს დაატეხ" - ამის შესახებ "პირველებთან" დედა სიდონიამ განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე იმყოფება.

დედა სიდონიამ სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებული არაპროპორციული ძალა კატეგორიულად დაგმო.

"ყველაფერს მოვიშუშებთ, მთავარია თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროთ" - აღნიშნა დედა სიდონიამ. 

პარაკლისზე ვიყავი ქაშვეთში. ვილოცეთ მშვიდობისთვის. ბავშვებს დავემშვიდობე, სახლში მივდიოდი და აქ შემთხვევით აღმოვჩნდი. პატრიარქმა აკურთხა, რომ გენოფონდი გამრავლდეს მესამე-მეოთხე შვილს მოგინათლავთო, რომ ქართველები გამრავლდნენო. გაზრდილ ბავშვებს, რომლებსაც ემიგრაციაში ჰყავთ მშობლები და რთულ პირობებში გამოვზარდეთ, მათი ცემა, დასახიჩრება არის...

თუ მომავალს ასე ვასახიჩრებთ და ვსტრესავთ, რისთვის გვინდა სახელმწიფო. ამათმა ვისი ინტერესები უნდა დაიცვას, თუ არა მომავალი თაობის. მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ქვეყნის ასეთ არსებობას, თუ შენ მომავალ თაობას დასტრესავ და დაატეხავ ფრთებს. რაც მეტად შეუტევენ ისინი, ქართველი ხალხი მეტად გაძლიერდება. ყველაფერს მოვიშუშებთ, მთავარია თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროთ", - ამბობს დედა სიდონია.