ჭიჭინაძეზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები განლაგდა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმები და წყლის ჭავლის მანქანები განთავსდნენ.
ამასთან, გომელაურის უწყების თანამშრომლებს თავისუფლების მოედანიც აქვთ დაკავებული.
მიუხედავად სპეცრაზმის უპრეცედენტო მობილიზებისა, ევროპული მომავლის მცველები ტერიტორიას არ ტოვებენ.
ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".