სპეცრაზმი თავისუფლების მოედნიდან დაიძრა - ისმის გამაფრთხილებელი სიგნალიც
სპეციალური დანიშნულების რაზმები თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ.
"ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, "ხარებას" რაზმის წევრებს უკან წყლის ჭავლის მანქანებიც მიყვება.
ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს წინ ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი, რომლითაც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დარბევით ემუქრებიან.