სპეცრაზმი დემონსტრანტების დასარბევად ემზადება - წინა პლანზე წყლის ჭავლის მანქანა დგას
სპეციალური დანიშნულების რაზმები მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად ემზადებიან - ამ წუთებში ჭიჭინაძის ქუჩაზე წინა პლანზე წყლის ჭავლის მანქანა დააყენეს.
პარლამენტის წინ გამაფრთხილებელი სიგნალიც ისმის, რომლითაც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დარბევით ემუქრებიან.
ამასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმები თავისუფლების მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძრნენ.