რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია დაიწყო

07.12.24 00:43
რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია დაიწყო

რუსთაველის გამზირზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - სპეციალური დანიშნულების რაზმებმა მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება დაიწყო.

ამ დროის მონაცემებით, საპოლიციო ძალებმა ხელბორკილები ორ ადამიანს დაადეს და ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

პარლამენტის წინ გამაფრთხილებელი სიგნალიც ისმის, რომლითაც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დარბევით ემუქრებიან. 

ამასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმები თავისუფლების მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძრნენ.