სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე წიწაკის სპრეი გაუშვა
სპეციალური რაზმის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე მყოფ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გაუშვეს.
"ხარებას" რაზმმა მოქალაქეების დაკავებაც დაიწყო. ამ დროის მონაცემებით, საპოლიციო ძალებმა ხელბორკილები ორ ადამიანს დაადეს და ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
პარლამენტის წინ გამაფრთხილებელი სიგნალიც ისმის, რომლითაც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დარბევით ემუქრებიან.
ამასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმები თავისუფლების მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძრნენ.