სპეცრაზმის პირისპირ შიშველი ხელებით მდგომი ახალგაზრდა ქალი დააკავეს

07.12.24 01:17
სპეცრაზმის პირისპირ შიშველი ხელებით მდგომი ახალგაზრდა ქალი დააკავეს

ახალგაზრა გოგო, რომელიც სპეციალური დანიშნულების რაზმების პირისპირ შიშველი ხელებით იდგა, რუსთაველის გამზირზე დააკავეს.

დაკავებული გოგო ბეატრის გაზდელიანია, რომელიც საპოლიციო ძალების წინ მისი მეგობრისთვის ხელბორკილების დადებას აპროტესტებდა.

რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა გრძელდება - "ხარებას" რაზმმა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გაუშვეს. 

საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებაც დაიწყო. ამ დროის მონაცემებით, "ხარებას" რაზმმა ხელბორკილები ორზე მეტ ადამიანს დაადო და ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

მსგავსი სიახლეები