რესპუბლიკის მოედანზე სპეცრაზმი განლაგდა - საპოლიციო ძალები მოქალაქეებს აკავებენ
რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის პარალელურად, სპეციალური დანიშნულების რაზმები რესპუბლიკის მოედანზეც განლაგდნენ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე "ხარებას" რაზმმა მოქალაქეების დაკავებაც დაიწყო.
საპოლიციო ძალებთან წყლის ჭავლის მანქანაც არის მობილიზებული.