ხელისუფლების რყევა დაწყებულია, კანონზომიერად ჩამოიშლება უახლოეს პერიოდში - ჩიკვაიძე
გიორგი ჩიკვაიძე, რომელმაც ივანიშვილი ბიზნესრეკეტში პირველმა ამხილა, "ქართულ ოცნებას" ევროპული მომავლის მცველების წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხებას უანონსებს.
ბიზნესმენი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ "ხელისუფლების რყევა დაწყებულია და უახლოეს პერიოდში კანონზომიერად ჩამოიშლება".
მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა უკანონოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს. გამაგრდით. თითზე სათვლელია ის დღეები, როდესაც თქვენ საპყრობილეს დატოვებთ. რაც ხდება მე-9 დღეა რუსთაველზე, ამას რა ახსნა აქვს. მატყუარა ბორია ივანიშვილს აგიჟებენ, ეუბნებიან, ყოველ დღე ვარბევთ, ყველაფერი კარგად არის, ეს არის სისულელე. გადასარევად იციან, რომ ეს პროცესი არ გაჩერდება. ამ ხელისუფლების რყევა დაწყებულია. კანონზომიერად ჩამოიშლება უახლოეს პერიოდში", - ამბობს გიორგი ჩიკვაიძე.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან