სპეცრაზმმა "თბილისი მარიოტთან" წყლის ჭავლი გაუშვა - იყენებენ ცრემლსადენ გაზსაც
სასტუმრო "თბილისი მარიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლი გაუშვეს.
საპოლიციო ძალები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსაც იყენებენ.
პროტესტის ავანგარდში მოქცეულმა ადამიანებმა ტერიტორიიდან დროებით უკან დაიხიეს, თუმცა ევროპული მომავლის მცველები დაშლას არ აპირებენ.