"პალიტრანიუსის" ჟურნალისტს სპეცრაზმმა ტელეფონი დაუმტვრია

07.12.24 02:00
"პალიტრანიუსის" ჟურნალისტს სპეცრაზმმა ტელეფონი დაუმტვრია

IPN-ის ინფორმაციით, "პალიტრანიუსის" ჟურნალისტს, მარიამ მაზიაშვილს სპეციალური დანიშნულების რაზმებმა მობილური ტელეფონი დაუმტვრიეს, რომლითაც პირდაპირ ეთერში მუშაობდა. 

ვიღებდი და ნუ გვიღებო, ტელეფონი დამიგდო დაბლა. „ლაივი“ მქონდა, ტელევიზიაში ვიყავი ჩართული. პრესკარტა მიკეთია, იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, განგებ მოვიდა და დამიმტვრია ტელეფონი“, - აცხადებს მარიამ მაზიაშვილი.

ფოტო - IPN 

მსგავსი სიახლეები