რუსთაველის გამზირზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - არიან დაშავებულები
რუსთაველის გამზირზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - რამდენიმე წუთის წინ მოქალაქე ცუდად გახდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს.
ახალგაზრდა ქალმა დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი ყლაპა, რის გამოც, სავარაუდოდ, გონება დაკარგა.
ამ დროისთვის დაშავებულს ექიმები სამედიცინო დახმარებას უწევენ.