აქციაზე დაკავებულ სანდრო ბუკიას ხელწერილის საფუძველზე ათავისუფლებენ
19 წლის სანდრო ბუკია, რომელიც რუსთაველის გამზირზე დააკავეს, ხელწერილის საფუძველზე ათავისუფლებენ - ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "პირველებს" მიაწოდა.
ცნობისთვის, ახალგაზრდას, რომელსაც სპეციალური დანიშნულების რაზმებმა ხელბორკილები საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაადეს, ეპილეფსია აქვს.