საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპირო გადაკეტეს
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპირო გადაკეტეს.
მანამდე კი სპეციალური დანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ძალადობრივი მეთოდებით გაწმინდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რამდენიმე მათგანი არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს.
ამ წუთებში საპოლიციო ძალები პირველი რესპუბლიკის მოედანზე არიან განლაგებულები და პარლამენტთან ევროპული მომავლის მცველებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.