სპეცრაზმმა რუსთაველი ძალადობრივი მეთოდებით გაწმინდა - პროტესტი სხვა ლოკაციაზე გრძელდება
3:00 საათი - სპეციალური დანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ძალადობრივი მეთოდებით გაწმინდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რამდენიმე მათგანი არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს.
ამ წუთებში საპოლიციო ძალები პირველი რესპუბლიკის მოედანზე არიან განლაგებულები და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული მომავლის მცველებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
ამის პარალელურად, აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპირო გადაკეტეს და პროტესტს სწორედ იქ აგრძელებენ.