კონსტანტინე ბალანჩივაძეს ხელწერილის საფუძველზე ათავისუფლებენ - იოსელიანი
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ აქციაზე დაკავებულ კონსტანტინე ბალანჩივაძეს, რომელიც ინსულინდამოკიდებულია, ხელწერილის საფუძველზე ათავისუფლებენ.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიაწოდეს.
გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელწერილით გამოუშვებენ მალე. ჩვენ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან", - ამბობს ლევან იოსელიანი.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ მოქალაქე ირა ბალანჩივაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქციაზე მისი ძმა, კონსტანტინე ბალანჩივაძე დააკავეს, რომელიც ინსულინდამოკიდებულია.