იდენტიფიცირებულია: სანაპიროზე თავდამსხმელების გვერდით ფარცხალაძის ახლო მეგობარი იმყოფებოდა

07.12.24 04:13
იდენტიფიცირებულია: სანაპიროზე თავდამსხმელების გვერდით ფარცხალაძის ახლო მეგობარი იმყოფებოდა

"ტვ პირველმა" აქციის მონაწილეებზე თავდამსხმელი ერთ-ერთი პირის ვინაობა დაადგინა - ის დავით მიქაძეა.

ვიდეომასალაში ცხადად ჩანს, რომ როდესაც მოქალაქეებს შეიარაღებული პირი, პანკისელი მოჭიდავე ისლამ წუწაშვილი დაუპირისპირდა, მათთან ერთად დავით მიქაძე იმყოფებოდა. 

კაცი იარაღით კი ბიზნესმენ დავით მიქაძის დაცვაა. დავით მიქაძე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ახლო მეგობარია. 

კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირების შემდეგ მიქაძე აქციის მონაწილეებს შუა თითს უჩვენებს და იმ ავტომობილის საჭესთან ჯდება, საიდანაც თავდამსხმელები დაპირისპირების დაწყებამდე გადმოვიდნენ. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გაწმინდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, იარაღიანი "ტიტუშკები" მიუგზავნეს

კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ ე.წ. ტიტუშკები შავი ჯიპებიდან გადმოდიან და დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან.

მსგავსი სიახლეები