დადასტურდა ბექა ყორშიას დაკავება - "მთავარი არხის" ჟურნალისტი
"მთავარი არხის" ჟურნალისტის, ქეთა ციცქიშვილის ინფორმაციით, ბექა ყორშია დააკავეს.
ამ დროისთვის, ყორშიას ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
დადასტურდა ბექას დაკავება. იმედია კარგად არის და ხელი არ დაგიდიათ, რუსებო", - წერს ქეთა ციცქიშვილი.
სპეციალური დანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ძალადობრივი მეთოდებით გაწმინდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რამდენიმე მათგანი არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს.
თუმცა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გაწმინდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, იარაღიანი "ტიტუშკები" მიუგზავნეს.
კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ ე.წ. ტიტუშკები შავი ჯიპებიდან გადმოდიან და დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან.