ბექა ყორშია ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

07.12.24 10:05
ბექა ყორშია ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

"მთავარი არხის" ჟურნალისტი და წამყვანი, ბექა ყორშია ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ყორშია ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. 

ჟურნალისტი გამთენიისას საპროტეტსო აქციაზე დააკავეს. 

სპეციალური დანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ძალადობრივი მეთოდებით გაწმინდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რამდენიმე მათგანი არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს. 

თუმცა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გაწმინდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, იარაღიანი "ტიტუშკები" მიუგზავნეს. 

კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ ე.წ. ტიტუშკები შავი ჯიპებიდან გადმოდიან და დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან.

მსგავსი სიახლეები