"იხილავთ აშშ-სგან ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ამ ძალადობას ჩადის" - კარდინი

07.12.24 10:46
"იხილავთ აშშ-სგან ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ამ ძალადობას ჩადის" - კარდინი

შეერთებული შტატების დემოკრატი სენატორი მერილენდის შტატიდან და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, რეაგირება უნდა მოჰყვეს იმას, რომ საქართველოში ხალხის ნება არ სრულდება.

"ვფიქრობ, თქვენ იხილავთ შეერთებული შტატებისგან ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ამ ძალადობას ჩადის. ხალხის ნება არ სრულდება, ამას რეაგირება ყველგან უნდა მოჰყვეს",- აცხადებს ბენ კარდინი.

შეერთებული შტატების კონგრესში, როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კანონმდებლების უმეტესობა, გმობს საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალისმიერ დაშლას და საქართველოში კერძო პირების მიმართ სანქციების დაწესებას ემხრობა. 

მსგავსი სიახლეები