ომის დამნაშავე პუტინმა საქართველოში არჩევნები გააყალბა, თბილისი კვლავ თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა გახდეს - უილსონი
რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ფიქრობს, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში და არჩევნების გაყალბებაში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. როგორც მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა, თბილისი კვლავ თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა გახდეს.
უილსონი მხარდაჭერას უცხდებს საქართველოს ხალხს და ამბობს, რომ ამაყობს საქართველოს პრეზიდენტის სიმამაცით.
"ძალზე შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა. ამის სრული აღქმა უნდა არსებობდეს, ევროკავშირი და სხვებიც ამ დასკვნამდე უნდა მივიდნენ, ეს ომის დამნაშავე პუტინმა გააკეთა. ეს ძალზე სამწუხაროა, რადგან საქართველოს ისეთი ბრწყინვალე მომავალი ელოდა! ამასთან, [ქართველები] ნამდვილად თავადაც იყვნენ კრიმინალი პუტინის ომის აგრესიის მსხვერპლნი... თბილისი კვლავ თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა გახდეს. საქართველოში შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ, ვამაყობ საქართველოს პრეზიდენტის სიმამაცით. მათ ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი," - აცხადებს უილსონი.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან