სასამართლო ანრი კვარაცხელიას აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს - აქტივისტის საქმეს მოსამართლე მგელიაშვილი იხილავს
საქალაქო სასამართლო ანრი კვარაცხელიას აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს - აქტივისტის საქმეს მოსამართლე დავით მგელიაშვილი იხილავს.
პროკურატურა ანზორ კვარაცხელიას ედავება, რომ თითქოს მან ჩაიდინა 353-ე პრიმა მხულის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს პოლიციაზე თავდასხმას, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ერთი მომენტი, ბრალის დადეგენილებით და სისხლის სამართლის საქმის მასალებითაც არ არის დადგენილი კონკრეტული პირი, რომელმაც რაიმე სახის დაზიანება მიიღო.
ანრი კვარაცხელია ორი დღის წინ დააკავეს. ოჯახის წევრების თქმით, მას გამთენიისას სამართადლამცველები სახლში შეუვარდნენ. 25 წლის ახალგაზრდას აქციაზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. კერძოდ, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ანრი კვარაცხელიამ გდდ-ს თანამშრომლების მისამართით მოლოტოვის ე.წ. კოქტეილი ისროლა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.