ბექა ყორშია დააკავეს სრულიად უკანონოდ, 4 საათის განმავლობაში გვიმალავდნენ - ადვოკატი

07.12.24 11:35
ბექა ყორშია დააკავეს სრულიად უკანონოდ, 4 საათის განმავლობაში გვიმალავდნენ - ადვოკატი

''მთავარი არხის'' ჟურნალისტი და წამყვანი, ბექა ყორშიას ზაჰესის წინასწარი მოთავსების იოზოლატორშია, თუმცა მისი შესახლება ჯერ არ მომხდარა.

მისი ადვოკატის განცხადებით, ბექა ყორშია სრულიად უკანონოდ არის დაკავებული, როცა ის ელბაქიძის დაღმართზე მიდიოდა.

ირკვევა, რომ ადვოკატებს 4 საათის განმავლობაში უმალავდნენ თუ სად ჰყავდათ  ჟურნალისტი გადაყვანილი. 

ბექა ყორშია დააკავეს, დღეს გამთენიისას. ელბაქიძის დაღმართზე, სადაც უბრალოდ მოძრაობდა, ჩადიოდა და ამ დროს გამოვარდა სპეცრაზმი და სრულიად უკანონოდ დააკავეს. დაახლოებით 4 საათის განმავლობაში უბრალოდ დაგვიმალეს და ვერ მოვახერხეთ ვერანაირი კონტაქტი მასთან, ვერანაირი ინფორმაციის მოძიება თუ სად ჰყავდათ, რა მდგომარეობაში იყო. არ მოგვეცა საშუალება დაცვის უფლების განხორციელების. აღმოჩნდა, რომ ჰყავდათ დიღმის მთავარ სამმართველოში, საიდანაც გვატყუებდნენ, რომ იგი უკვე გზაში იყო და  გადაყვანილი ჰყავდათ ავჭალაში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. საბოლო ჯამში, ახლა ავჭალის იზოლატორში მიმდინარეობს ბექა ყორშიას შესახლების პროცედურა'', - ამბობს ადვოკატი.

ჟურნალისტი გამთენიისას საპროტეტსო აქციაზე დააკავეს. 

სპეციალური დანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ძალადობრივი მეთოდებით გაწმინდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რამდენიმე მათგანი არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს. 

თუმცა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გაწმინდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, იარაღიანი "ტიტუშკები" მიუგზავნეს. 

კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ ე.წ. ტიტუშკები შავი ჯიპებიდან გადმოდიან და დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან.

მსგავსი სიახლეები