მოსამართლე მგელიაშვილმა ადვოკატს პროცესზე ევროკავშირის დროშის მოხსნა მოსთხოვა

07.12.24 11:32
მოსამართლე მგელიაშვილმა ადვოკატს პროცესზე ევროკავშირის დროშის მოხსნა მოსთხოვა

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ანრი კვარაცხელიას აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ, აქტივისტის ადვოკატს, ია ჯრარკავას ევროკავშირის დროშის მოხსნა მოსთხოვა.

ჯერ პრეცედენტი არ მომხდარა, უცხო ქვეყნის დროშით პროცესზე ვინმე მჯდარიყოს, ამიტომ გადაკიდეთ - უთხრა მგელიაშვილმა ადვოკატს. 

ანრი კვარაცხელია ორი დღის წინ დააკავეს. ოჯახის წევრების თქმით, მას გამთენიისას სამართადლამცველები სახლში შეუვარდნენ. 25 წლის ახალგაზრდას აქციაზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. კერძოდ, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ანრი კვარაცხელიამ გდდ-ს თანამშრომლების მისამართით მოლოტოვის ე.წ. კოქტეილი ისროლა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

 

მსგავსი სიახლეები