ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით - იურისტ გიორგი მშვენიერაძის გამოკითხვა დასრულდა

02.09.21 17:36
ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით - იურისტ გიორგი მშვენიერაძის გამოკითხვა დასრულდა

ფარული მოსმენის საქმე-  პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულმა გიორგი მშვენიერაძემ შოთაძის უწყება უკვე დატოვა. იურისტი აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც მიმართა, რომელმაც დაუდასტურა, რომ ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას.

ყველა ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით მივეცი ახსნა-განმარტების სახით გამომძიებელს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი იმედებით არ ვარ მოცული, ამ საქმეს ბოლომდე მივყვები. ეს არის, რომ არა თუ გიორგი მშვენიერაძეს, ან გიორგი ონიანს უსმენენ, არამედ, ეს არის სისტემა, რომელსაც შეუძლია, ყოველგვარი კონტროლის გარეშე უსმინოს ნებისმიერ ადამიანს. ჩვენ ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც მივმართეთ და უწყებამ დაადასტურა, რომ მოსმენა არ ხდებოდა კანონიერი გზით. - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

საქმე ეხება გასული წლის 15 ივნისს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის შემდგარი საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტს.